საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში რუსთავის ავტოდრომზე იმყოფება.
ახალ ავტოტრასაზე ის სპეციალურ ავტომობილს თავად მართავს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ოჯახთან - მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ჩავიდა.
განახლებულ ავტოდრომზე დღეს რბოლაში ჩემპიონატის ფინალი ჩატარდება. მასში სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებული ავტომრბოლელები იასპარეზებენ.
ავტოდრომი საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა და დღეს ოფიციალურად იხსნება. მისი სიგრძე 4 122 მეტრია და იგი სამი წლის განმავლობაში შენდებოდა.
