საკონსტუტუციო ცვლილებებს რეგიონების მოსახლეობას გააცნობენ
საკონსტუტუციო ცვლილებებს რეგიონების მოსახლეობას გააცნობენ
15:10 28.04.2012
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 1 მაისს ზუგდიდსა და ბათუმში მოსახლეობას შეხვდება და იმ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.
2 მაისს კომისია ახალციხეში გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრას, რის შემდეგაც შემაჯამებელი სხდომა თბილისში გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მაისის შუა რიცხვებში იმსჯელებს.

ბეჭდვა