ბაქრაძემ სურამში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ბაქრაძემ სურამში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
15:05 28.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სურამში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.  პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება. განახლდება წყლის მომარაგების შიდა ქსელი, აშენდება სატუმბი-გადამქაჩი სადგური და მოეწყობა სათავე ნაგებობა. ასევე გათვალისწინებულია 2 რეზერვუარის მშენებლობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სურამის მოსახლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოები დაახლოებით 12 თვეში დასრულდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
პრესსამსახურის ცნობითვე, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბაქრაძემ ჯანდაცვის პროექტებზე და სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზეც ისაუბრა.

ბეჭდვა