ლეიბორისტული პარტია „კლასობრივი ბრძოლისათვის“ ემზადება
ლეიბორისტული პარტია „კლასობრივი ბრძოლისათვის“ ემზადება
13:47 28.04.2012
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის წართმეული ქონების ნაციონალიზაციას გეგმავს.  ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „თი-ბი-სი“ ბანკის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თმით, ლეიბორისტები რეკეტიორი ოლიგარქების წინააღმდეგ გალაშქრებას იწყებენ, რადგანაც ისინი ქართველი ხალხის ხარჯზე არიან გამდიდრებულნი.
„ოლიგარქები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეღავათები მიიღონ ხელისუფლებისგან და გააძლიერონ ეს ხელისუფლება. ამ უზარმაზარ შენობაში, რომლისგანაც მამუკა ხაზარაძემ ათეულობით ჩვენი თანამოქალაქე გამოყარა, რათა მილიონები ატრიალოს და ეს ხელისუფლება გააძლიეროს ბავშვთა სამყარო გაიხსება“- განაცხადა ძაგანიამ.
მისივე თქმით, ლეიბორისტები ყველა ოლიგარქების ბინაში მივლენ და კლასობრივ ბრძოლას გამოუცხადებენ.

ბეჭდვა