ჭიაბერაშვილმა თანამედროვე სამედიცინო აპარატურის მართვის ტრენინგში მონაწილე ექიმებს სერთიფიკატები გადასცა
ჭიაბერაშვილმა თანამედროვე სამედიცინო აპარატურის მართვის ტრენინგში მონაწილე ექიმებს სერთიფიკატები გადასცა
13:14 28.04.2012
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს თანამედროვე სამედიცინო აპარატურის მართვის ტრენინგში მონაწილე ექიმებს სერთიფიკატები გადასცა.  ტრანსპორტირების დროს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების (LSTAT) პრაქტიკაში გამოყენების სასწავლო კურსი კლინიკა „მედი-ქლაბის“ ბაზაზე ჩატარდა.
LSTAT-ის მოწყობილობა საქართველოში არასამთავრობო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „ACTS GEORGIA“-მ ჩამოიტანა. მოწყობილობები სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად თბილისის კლინიკებს გადაეცათ.

LSTAT წარმოადგენს საკაცეს, რომელიც აღჭურვილია ერთ სისტემად გაერთიანებული, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის საჭირო აპარატურით. მოწყობილობა გამოიყენება ერთი პაციენტის რეანიმირების, სტაბილიზაციისა და ევაკუაციისთვის.
LSTAT შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიერ კრიტიკული დაზიანებების მქონე პაციენტების სამართავად დაშორებულ ადგილებზე და ტრანსპორტირების დროს.

ტრენინგში თბილისის სხვადახვა სამედიცინო ცენტრის ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.


ბეჭდვა