გივი თარგამაძე - თუ ქართულ საქმეს გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლია
გივი თარგამაძე - თუ ქართულ საქმეს გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლია
11:14 28.04.2012
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ საქმეს გააკეთებს, მას შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა თარგამაძისავე თქმით მას ამაში „ეჭვი ეპარება“.   
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელის ვლადიმერ სანაკოევის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. „ის ადამიანი როდესაც აქ იყო ჩვენს სასარგებლო საქმეს აკეთებდა, მნიშვნელობა არა აქვს თუ რა ილაპარაკა წასვლის შემდეგ, ხოლო თუ კიდევ ჩამოვა და ისევ სასარგებლო საქმეს გააკეთებს, შეუძლია ჩამოვიდეს და მერე კიდევ წავიდეს“ - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თუ სანაკოევი გადაწყვეტს რომ თავის საქმიანობას დაუბრუნდეს, მას ამის საშუალება მიეცემა.


ბეჭდვა