პარტია "თავისუფალი საქართველო" გმობს ბათუმში, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟს.
როგორც "თავისუფალი საქართველოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, დაუშვებელია იმ ჯარისკაცთა ხსოვნის მიმართ ამგვარი უპატივცემულობა, რომლებმაც თავი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს.
პარტია სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილებას ფაშიზმის კვალიფიკაციას აძლევს. "ჩვენ საზოგადოებას პროტესტისკენ მოვუწოდებთ, რათა ეს ვანდალიზმი აღიკვეთოს" - ნათქვამია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.
"თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, ეს სამამულო ომის თემაზე შექმნილი ძეგლების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის და ამას უკვე მასიური ხასიათი აქვს.
