ქუთელიამ დეპუტატებს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია“ წარუდგინა
ქუთელიამ დეპუტატებს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია“ წარუდგინა
19:07 27.04.2012
თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას არც ერთი კონკრეტული მოდელი არ არის გამოყენებული. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს პარლამენტის შვიდი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.  
ქუთელიამ დეპუტატებს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია“ გააცნო.
ქუთელიას თქმით, კონცეფციაზე მუშაობისას ბევრი მოდელი შეისწავლეს, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს აქვთ, თუმცა, არც ერთი არ გამოუყენებიათ.
მისი შეფასებით, ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რეზერვის კონცეფციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის“ პროექტის თანახმად, თავდაცვის რეზერვი მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ორ კატეგორიად იყოფა - სახმელეთო ჯარების რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი.

ბეჭდვა