მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ტურიზმის, ინვესტიციებისა და ლოჯისტიკის ჰაბი ვხდებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ტურიზმის, ინვესტიციებისა და ლოჯისტიკის ჰაბი ვხდებით
18:11 27.04.2012
საქართველო ტურიზმის, ინვესტიციებისა, ლოჯისტიკის ჰაბი ხდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ჩაღლარის მოსწავლეთა ოლიმპიადაზე განაცხადა.
მისი თქმით, როცა საქართველოს 2008 წელს სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებოდა და იარაღის შეძენაც უჭირდა, ქართველმა ინჟინერებმა შეძლეს მთლიანად ქართული წარმოების შეიარაღების აწყობა.
„ეს იყო საარტილერიო სისტემა, საფრენი აპარატები, ჯავშანტრანსპორტიორი თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ვიცი, რომ იარაღზე საუბარი არ არის პოპულარული, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია სამხედრო ტექნოლოგიების წარმოება“- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, საქართველოს შეუძლია რეგიონში ტექნოლოგიების ცენტრი და საერთაშორისო მასშტაბით და ტექნოლოგიების ექსპორტიორი გახდეს.
„ყველას დავანახეთ ქვეყანა, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში პომიდვრისა და კიტრის მწნილს ვერ აწარმოებდა და სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდა, ახლა აწარმოებს თვითმფრინავებს“ - განაცხდა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტურიზმის, ივესტიციებისა და ლოჯისტიკის ჰაბი ხდება, მისი მთავარი ამბიციაა - ცოდნის განვითარების ჰაბი გახდეს.

ბეჭდვა