"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" მედიათავისუფლების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს
"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" მედიათავისუფლების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს
16:48 16.02.2012

"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ქვეყანაში მედიათავისუფლების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ  რაც ტელეკომპანია "მაესტროში" მოხდა, ეს ეროსი კიწმარიშვილისა და ხელისუფლების ერთობლივი პროვოკაციაა.

როგორც "ნიუსპრესს" "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ მამუკა ბალიაშვილმა განუცხადა, "მაესტროს" ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ტელეკომპანიამ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება შეძლოს.

მამუკა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "I არხის" საინფორმაციო გამოშვებებით, მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს, რაც საინფორმაციო პროგრამების ძირითად ნაწილში პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრების ხანგრძლივი ჩვენებებით გამოიხატება. მისივე თქმით, სწორედ მსგავსი ფაქტები ხდის საინფორმაციო გამოშვებებს დაუბალანსებელს და არაობიექტურს.
პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზამ" ამ სამი არხის ძირითადი გამოშვებების მონიტორინგი დაიწყო რომლის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ბეჭდვა