სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს კანონებში საკუთარი სურვილისამებრ შეტანილი ცვლილებების განხორციელებით ებრძვის.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, კონტროლის პალატაში განყოფილებები ვისთვისაც შეიქმნა პალატაში განხორციელებული მასიური დაკითხვებით გამოჩნდა. მისივე თქმით, კონტროლის პალატა ივანიშვილისთვის აქტიური პოლიტიკური საქმიანობის ხელის შესაშლელად ყველა ბერკეტს იყენებს.
„ცხადია, რომ ყველა ცვლილება, რომელიც კანონში 7 ოქტომბრის შემდეგ შევიდა, ივანიშვილზეა ორიენტირებული“-განაცხდა ხიდაშელმა.
როგორც მან აღნიშნა, პალატა იმიტომ შეჩერდა, რომ დაკითხვაზე დაბარებულ 350 მოქალაქესთან ვერაფერს გახდა, რადგან მათ იგივე სამიანობა განაგრძეს, რასაც დაკითხვამდე ახორციელებდნენ.
„დასაწყისში კი ეგონათ, რომ წარმატებით გაართვეს თავი ამ ყველაფერს. დღეს, რომ შეჩერდნენ არ ნიშნავს, რომ მუდმივია. ველოდებით ძალინ მძიმე ტალღას, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა, ჩვენ მზად ვართ ამასაც გავუძლოთ“- განაცხადა ხიდაშელმა.
