კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება
კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება
15:49 27.04.2012
კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველმა საორგანიზაციო კომისიამ მიიღო.
კომისიის წევრის, დეპუტატ ანდრო ალავიძის განცხადებით, კონტროლის პალატას თავდაპირველი პროექტით აუდიტისა და ფინანსური გამჭირვალობის უმაღლესი პალატა უნდა დარქმეოდა, თუმცა, კომისიის წევრებმა შეჯერებული წინანდადებით გადაწყვიტეს, რომ მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდოს.
ალავიძის თქმით, მათ 40-მდე ევროპული ქვეყნის გამოცდილება გაიზიარეს და შესაბამისად, აღნიშნულ სახელწოდებას დაუჭირეს მხარი. კომისია დღეს შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ბეჭდვა