„ქართულ ოცნებაში“ კოკა გუნცაძისა და ლევან გაჩეჩილაძის გაწევრიანების საკითხი არ განიხილება
„ქართულ ოცნებაში“ კოკა გუნცაძისა და ლევან გაჩეჩილაძის გაწევრიანების საკითხი არ განიხილება
14:59 27.04.2012
პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ „ამომრჩევლეთა ლიგის“ წევრების კოკა გუნცაძისა და ლევან გაჩეჩილაძის გაწევრიანება ამ ეტაპზე არ განიხილება.

განცხადება ამის შესახებ კოალიციის წევრი „რესპუბლიკრი პარტიის“ ერთერთმა ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ხიდაშელს „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ 28 აპრილისთვის დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩაშლის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

„ლევანს ძალიან დიდი ხანია არ შევხვედრივარ. ცხოვრება ისე წავიდა, რომ აქტიური ურთიერთობა აღარ გვიწევს. მათთან რაიმე სპეციალური და განსაკუთრებული შეხვედრისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ“ -განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ამომრჩეველთა ლიგასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

ბეჭდვა