შალვა ნათელაშვილი სააკაშვილსა და ივანიშვილს ორგანიზებულ მკვლელობაში ადანაშაულებს
შალვა ნათელაშვილი სააკაშვილსა და ივანიშვილს ორგანიზებულ მკვლელობაში ადანაშაულებს
14:42 27.04.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მხეილ სააკაშვილს და კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ორგანიზებულ მკვლელობაში ადანაშაულებს.
ნათელაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სააკაშვილისა და ივანიშვილის წარმომადგენლებმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხთან დაკავშირებით რეფერნედუმის ჩატარებაზე უარი თქვეს. ამით კი, მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცები სასიკვდილოდ გაწირეს.
„სააკაშვილ - ივანიშვილის პროამერიკულმა უმრავლესობამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის რეფურენდუმზე უარი თქვა. ფაქტიურად სახეზეა ორგანიზებული მკვლელობა“- განაცხდა ნათელაშვილმა.
მისივე განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ამერიკულ ომში მონაწილეობა მოსწონთ, მათ ავღანეთში საკუთარი ძმები და შვილები უნდა გაგზავნონ.
ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართული ჯარები დაუყოვნებლივ გამოვლენ ავღანეთიდან, ხოლო საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

ბეჭდვა