ქეიდანაუ - ჩიკაგოში არაწევრი პარტნიორი ქვეყნების ნატო-სკენ სწრაფვის მხარდასაჭერად განცხადება გაკეთდება
ქეიდანაუ - ჩიკაგოში არაწევრი პარტნიორი ქვეყნების ნატო-სკენ სწრაფვის მხარდასაჭერად განცხადება გაკეთდება
13:21 27.04.2012
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგული რჩება. აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდანაუმ გააკეთა.

ქეიდანაუმ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ავღანეთზე საუბრის დროს, ამ პრინციპისადმი ნატო-ს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ალიანსის მოდერნიზაცია და პარტნიორებთან ნატო-ს ურთიერთობა.
აქედან გამომდინარე, ქეიდანაუს თქმით, ჩიკაგოს სამიტზე მკაფიო განცხადება გაკეთდება არაწევრი პარტნიორი ქვეყნების ალიანსისკენ სწრაფვის მხარდასაჭერად.
ბოლო 13 წლის განმავლობაში ნატო-ს სამიტი აშშ-ში პირველად ჩატარდება.


ბეჭდვა