საარჩევნო საკითხების განსახილევლად მესამე მრგვალი მაგიდა დაიწყო
საარჩევნო საკითხების განსახილევლად მესამე მრგვალი მაგიდა დაიწყო
12:25 27.04.2012
პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მესამე მრგვალი მაგიდა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ანდრეა ქერბსმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდის თემატიკას დაეთმობა, კერძოდ, განიხილება ქალაქში პოლიტიკური პარტიების სარეკლამო პოსტერების გავრცელების საკითხი.

განისაზღვრება კონკრეტული ადგილები და დადგინდება წესები, რათა პოსტერებმა ქალაქის იერსახე არ დაამახინჯონ. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული საკანონმდებლო საკითხებიც განიხილება.

მრგვალი მაგიდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბეჭდვა