საქართველოს მოქალაქეები სლოვაკეთის ვიზებს დღეიდან თბილისში, ლიტვის საელჩოში აიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო
საქმეთა მინისტრების ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა თავად განუცხადა.
აქამდე, სლოვაკეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის ანკარაში და კიევში გაიცემოდა.
