პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები კონტროლის პალატასთან დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის
პრესსამსახურმა აცნობა.
მათივე განმარტებით, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ „სამართალდამრღვევებად უსაფუძვლოდ მიჩნეული“ პარტიის ლიდერები დღეს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მედიას, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ.
„პარტიის ლიდერებზე კონტროლის პალატა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებს, რომელიც თითქოსდა, უკანონო შემოწირულობებთან არის დაკავშირებული, ფაქტიურად კი, ეს ქმედება მათზე პოლიტიკური ზეწოლაა“ - აცხადებენ პარტიაში.
