საქართველო-მონღოლეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება
საქართველო-მონღოლეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება
09:42 27.04.2012
საქართველო-მონღოლეთს შორის სამთავრობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დღეს ულან-ბატორში გაიმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთება.

პირველ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიერ კორუფციის სფეროში გატარებული რეფორმების მხრივ მიღებული გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა.

მონღოლურმა მხარემ დღის წესრიგში ეს საკითხი თავისი სურვილით დაამატა.

ბეჭდვა