კალმახელიძე – სამინისტროს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა
კალმახელიძე – სამინისტროს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა
21:19 26.04.2012
სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, სამინისტროს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი  საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა.
„პირველადი ჯანდაცვის მოდელის დანერგვა სასჯელაღსრულების სისტემაში წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება. პარლამენტში საუბარი იყო ბიუჯეტის გაზრდაზე, შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის ბიუჯეტი 80–ჯერ გაიზარდა. სამედიცინო პერსონალის გაზრდის შესაძლებლობა გვექნება. ვქმნით შესაბამის ინფრასტუქტურასაც“ – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილი დახმარების საკითხთა მინისტრმა დღეს სამთავრობო საათზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, სამუშაოები, რომელიც წითელი ჯვრის რეკომენდაციის ფარგლებში ხორციელდება, წლის ბოლომდე დასრულდება.
პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოცხადებულმა ოთხმა მინისტრმა დღეს საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხეს.

ბეჭდვა