შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთს არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ სჭირდება.
სამთავრობო საათზე გამოსვლისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ორივე რეგიონი მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგოდ ესაჭიროება.
“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული მთავრობები არიან რიგითი ჩინოვნიკები დიდ რუსულ იერარქიაში, რომლებშიც შედის ეფ-ეს-ბეც, გრუ-ც და ასე შემდეგ“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
შს მინისტრის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად მუშაობს რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველო (გრუ) და მის უწყებასაც წინააღმდეგობის გაწევა აღნიშნული სპეცსამსახურისთვის უწევს.
