პოლონეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების მუშაობას საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიცია აქვს მისი შენარჩუნებისა
და გაძლიერების თვალსაზრისით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან სტანისლავ კოჟეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სტანისლავ კოჟეი პირადად შეხვდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, სადაც მათ სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
,,მოგეხსენებათ გარკვეული არასასიამოვნო სიახლეებია ამ თვალსაზრისით, თუნდაც ის, თუ როგორი პოზიცია გამოხატა მარიონეტულმა ხელისულფბამ მისიის ხელმძღვანელის მიმართ“-განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე განმარტებით, ვაშაკიძემ და კოჟეიმ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონის უსაფრთოების საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა იმ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებითაც, რაც რუსეთის აგრესიას და ჩვენი ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას გულისხმობს“ - განაცხადა ვაშაკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი სტანისლავ კოჟეი დღეს შეხვდნენ. კოჟეი საქართველოში უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოწვევით იმყოფება.
