ნიკარაგუაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფით შეფასებას აძლევს.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა, ის არ განიხილავს იმ გარემოებებს, რის ხარჯზეც ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.
მისი თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო.
„ე.წ. საელჩოების გახსნა იურიდიულ ვითარებას არ ცვლის’’ - განაცხადა კალანდაძემ.
ნიკარაგუასა და აფხაზეთს შორის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი.
