კალანდაძემ ანქვაბის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა
კალანდაძემ ანქვაბის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა
19:07 26.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მიერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის თაობაზე განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა.
,,დე ფაქტო წარმომადგენლების შეხედულებებსა და დამოკიდებულებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემა და იმ ფაქტის შეგუება მოუწევს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა’’ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
ალექსანდრე ანქვაბმა დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა, მან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობაზე უარი თქვას, რადგან დანარჩენ მსოფლიოსთან თბილისის გავლით საუბარი არ სურს.

ბეჭდვა