შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ვოვა სანაკოევმა რომ გადაწყვიტოს და თავის საქმიანობას დაუბრუნდეს, მას ამის საშუალება მიეცემა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სამთავრობო საათზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვოვა სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე დადებით როლს ასრულებდა და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს.
“ვოვამ რომ გადაწყვიტოს და გააგრძელოს თავის საქმიანობა ამ მხარის საქართველოში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ჩვენ დღესაც დიდი სიამოვნებით მივცემთ მას ამის საშუალებას, რა წარსული და ბეგრაუნდიც არ უნდა ჰქონდეს. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არავის განცხადებას და ასევე წარსულ საქმიანობას, არის ის დაზვერვის თუ უსაფრთხოების აგენტი” – განაცხადა მერაბიშვილმა პარლამენტში.
ვოვა სანაკოევი კოკოითის რეჯიმთან იყო დაპირისპირებული და აქციას "კოკოითი ფანდარასტს" ხელმძღვანელობდა.
