მერაბიშვილი – ფულს სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია
მერაბიშვილი – ფულს სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია
18:53 26.04.2012
შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი კაპიტალი და ინვესტიცია მისასალმებელია.  აღნიშნული განცხადება მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას გააკეთა.
ვანო მერაბიშვილის განმარტებით, საქართველოში იგეგმება ძალიან დიდი ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში - „ვითიბი ბანკი“ და „რაო ეესი“ ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებენ.
„ნებისმიერი ადამიანი რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს მას, მივესალმები, თუ ის ჩაერთვება იმ საქმეში, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება“ – განაცხადა მერაბიშვილმა.



ბეჭდვა