ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების გაუქმებას, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს.
თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ამ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარის ინტერესშია ამ ფორმატის შენარჩუნება განურჩევლად იმისა, რა რეალური შედეგები მოაქვს ამ ფორმატში საუბრებს. თუმცა, ჯერ მის გაუქმებაზე ლაპარაკი ნაადრევია, შედეგებზე ვიმსჯელოთ მაშინ, როდესაც რეალური ფაქტი დადგება“ - აღნიშნა კალანდაძემ.
ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აპრილს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის ინიციატორი დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლობა იყო.
