ბაღათურია – შაშკინი პარლამენტში თავხედობას ბედავს
ბაღათურია – შაშკინი პარლამენტში თავხედობას ბედავს
18:00 26.04.2012
„ქართული დასის“ ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განათლების მინისტის დიმიტრი შაშკინს მისი საქციელისა და გამოთქმების გამო უსაყვედურა.
“მინისტრი პარლამენტში მობრძანდით, რომ დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცეთ და გამოსვლას ასე იწყებთ, რომ ძალიან დაბალი დონისა და კვალიფიკაციის შეკითხვები დაგისვეს. შესაბამისად, ეს პირდაპირ აჩვენებს თქვენს დონეს, კვალიფიკაციას და ზრდილობას. როდესაც თქვენ პარლამენტში ასე იქცევით და ასეთ თავხედობას ბედავთ, თავისთავად ცხადია, როგორ მოექცეოდით 15 წლის მოსწავლეს მიხეილ ალექსიძეს“ – მიმართა შაშკინს ბაღათურიამ.
მისივე თქმით, როდესაც შაშკინი პარლამენტში ასე იქცევა, ცხადია როგორ დაელაპარაკებოდა იმ 10 ათასობით სტუდენტის წარმომადგენლებს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ.
„განათლების სისტემაში მონოპოლიაა - ერთი პრეზიდენტის დედის მეთაურობით, მეორე ბენდუქიძის მეთაურობით“ – განაცხადა ბაღათურიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოპოზიციონერი დეპუტატების რამდენიმე შეკითხვას დაბალი კვალიფიკაციის კითხვები უწოდა. სწორედ ამის გამო გააკრიტიკეს მინისტრი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ბეჭდვა