„დემოკრატიული მოძრაობა“ ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს
17:57 26.04.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობ-ერთიანი საქართველო“ ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს უკრაინელ ხალხს 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გამო. 26 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მის შედეგებს დღემდე საკუთარ თავზე გრძნობს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი“- ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიულ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს ადეკვატურ თანადგომასა და დახმარებას აღმოუჩენს.

ბეჭდვა