საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში შევა
საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში შევა
14:41 16.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით,  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სარჩელის შეტანის მოტივია კონსტიტუციით დადგენილი ვადების დაცვა. დევდარიანის თქმით, ვადების დაცვის მოთხოვნით პარლამენტს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. "თუ საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა არა 4 წლით, არამედ 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრება, რაც კონსტიტუციის დარღვევაა",-აღნიშნა დევდარიანმა.
მისივე თქმით, იმედი ჰქონდა, რომ მათ მოთხოვნას რეაგირება აქამდე მოჰყვებოდა, მაგრამ რადგან ასე არ მოხდა, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მიხეილ დევდარიანის განცხადებით, სარჩელი უკვე მზადაა და საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ბეჭდვა