საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოპოზიციონერი დეპუტატების რამდენიმე შეკითხვას დაბალ პროფესიონალურ დონეზე მომზადებული უწოდა.
ჟურნალისტებთან საუბარში შაშკინმა განაცხადა, რომ მან გადახედა სამთავრობო საათისთვის მომზადებულ რამდენიმე კითხვას და ისინი არც ისე კვალიფიციურადაა შედგენილი.
„მეთორმეტე კლასელები და მითუმეტეს მასწავლებლები, ბევრად უფრო კვალიციფიურ შეკითხვებს სვამენ“ - აღნიშნა მინისტრმა.
შაშკინის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ახალი სოციალური ფონი შეიქმნა, იზრდება ახალი თაობა, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში.
„ბევრი კითხვის ლაიტმოტივი –საბჭოთა კავშირში დაბრუნება იყო. იმედი მაქვს, რომ კითხვების დაზუსტებების დროს, უმცირესობა ბევრად უფრო კარგ შეკითხვებს დასვამს“ – დასძინა მან.
პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს. დეპუტატების შეკითხვებს დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
