პარლამენტში სამთავრობო საათი დაიწყო
პარლამენტში სამთავრობო საათი დაიწყო
17:05 26.04.2012
პარლამენტში სამთავრობო საათი დაიწყო, რომელსაც ოთხი მინისტრი ესწრება.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ შინანაგ საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.
რაც შეეხება სამთავრობო საათზე დაბარებულ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, იგი დღეს პარლამენტში ვერ მივა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განმარტა, ადეიშვილი საკანონმდებლო ორგანოში “აქ არ ყოფნის” გამო ვერ გამოცხადდება.


ბეჭდვა