სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის (ე.წ. უდოს კომისიის) წევრად ეროვნულ-დემოკრატი გურამ ჩახვაძე წარადგინეს.
ჩახვაძის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერმა საქართველომ“ დაასახელა.
აღნიშნულ კომისიაში ასევე წარდგენილია უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია 9 წევრისგან შედგება.
კომისიის შემადგენლობაში როტაციის წესით შედიან - უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის 6 თანამშრომელი.
