სოსო შატბერაშვილი - საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მზადდება
სოსო შატბერაშვილი - საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მზადდება
14:38 16.02.2012
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დირიჟორობით მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მზადდება,  - ასე შეაფასა "ლეიბორისტულმა პარტიამ" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნის ინიციატივა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" გამოვიდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ვაშინგტონის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და მისი ინიციატივა სწორედ იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.
მისივე თქმით, არჩევნების მაისში ჩატარების შემთხვევაში საქართველო მიიღებს პარლამენტს, სადაც ხელისუფლება მთლიანად უზურპირებული იქნება და ქვეყანაში ეროვნული ძალების მოღვაწეობა სამუდამოდ აღიკვეთება.
სოსო შატბერაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს, ხვალ, "ლეიბორისტული პარტიის" მიერ მეტრო "რუსთაველთან" დაგეგმილ დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდნენ, რომლის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.


ბეჭდვა