საქართველომ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თნამშრომლობის გეგმა დასახეს
საქართველომ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თნამშრომლობის გეგმა დასახეს
16:00 26.04.2012
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიურომ დღეს უსაფრთხოების სფეროში თნამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.  ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა სტანისლავ კოჟეიმ თავის ქართველ კოლეგასთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე ქართულმა და პოლონურმა მხარეებმა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შესახებაც ისაუბრეს.
ბოკერიამ და კოჟეიმ ყურადღება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით დამატებითი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს.

ბეჭდვა