ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს
ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს
15:06 26.04.2012
იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დღეს, პარლამენტში სამთავრობო საათზე არ მივა.

,,ნიუსპრესის“ ინფორმაციით, სამთავრობო საათს ოთხი მინისტრი დაესწრება, რაც შეეხება მეხუთეს - ზურაბ ადეიშვილს, ის პარლამენტში მისვლას არ გეგმავს.

ადეიშვილის გარდა, პარლამენტში მიწვეულები არიან შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები.

პარლამენტში სამთავრობო საათი 17.00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციური ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები მინისტრებისთვის ოცდაექვსი შეკითხვის დასმას გეგმავენ.

ბეჭდვა