ბათუ ქუთელია - ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, მიზეზი რუსეთი იქნება
ბათუ ქუთელია - ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, მიზეზი რუსეთი იქნება
14:58 26.04.2012
ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლის მიზეზი რუსეთის ფედერაცია იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმართება.

მისივე თქმით, საქართველო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად მონაწილეობს და ცდილობს ყველა ის შესაძლებლობა გამოიყენოს, რასაც ფორმატი იძლევა.

,,თუ ეს ფორმატი ჩაიშლება, ამის მიზეზი რუსეთის ფედერაცია და მისი პოზიცია იქნება. თავისთავად, ეს რუსეთის იმიჯზე უარყოფითად აისახება და კიდევ ერთხელ დადასტურდება რომ რუსეთი დესტაბილიზაციის წყაროა“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ქართული დელეგაცია გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მაგრამ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

ბეჭდვა