მინაშვილი – პუტინსა და მედვედევს რეფორმების განხორციელების არავითარი სურვილი არა აქვთ
მინაშვილი – პუტინსა და მედვედევს რეფორმების განხორციელების არავითარი სურვილი არა აქვთ
14:46 26.04.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, პუტინსა და მედვედევს რეფორმების განხორციელების არავითარი სურვილი არა აქვთ.  ეს კომენტარი მინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. მან რუსეთის ტელეკომპანიების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. ჟურნალისტმა მედვედევს რუსეთში რამდენიმე ხნის წინ რეფორმირებული და სახელშეცვლილი პოლიციის შესახებ ჰკითხა.
„რეფორმის კოპირება წარმატების საწინდარი არ არის, მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება, მოტივაცია და სურვილი, რომ ქვეყანაში მართლაც რეფორმები ჩაატარონ“ – აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ პუტინს და მედვედევს რეფორმების განხორციელების არავითარი სურვილი არა აქვთ.
„ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ამას რუსეთის საზოგადოებაც კარგად ხვდება. მალე ეს ადამიანები შედეგებს მოიმკიან და ამაში მთავარ როლს რუსეთის საზოგადოება ითამაშებს“ – განაცხადა მინაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა "უპაწაწინესი სახელმწიფო" არ არის, რომ ყველა პოლიციელი გაუშვან და ახლები აიყვანონ.

ბეჭდვა