პრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარუდგინა.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად პარლამენტში ნიკოლოზ ნარსიას, ნატალია დვალისა და ლევან ნიჟარაძის კანდიდატურები შევიდა.
ლევან ნიჟარაძე 2005 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე შპს "ლოგოს" პროექტის მენეჯერად მუშაობდა. ნიკოლოზ ნარსია 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში. ნატალია დვალი კი 2010 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია "New Vision Georgia"-ს წევრია, ასევე, 2005 წლიდან დღემდე "ბრიტანული სახლის" დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივის" დამფუძნებელი და წევრია.
პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე აღნიშნული სამი კანდიდატურიდან ერთ-ერთი უნდა დაამტკიცოს. კანდიდატურას კენჭი პარასკევს ეყრება.
