აკაკი მინაშვილს რუსეთის მიერ მართული პირების განცხადების კომენტირება არასერიოზულად მიაჩნია
აკაკი მინაშვილს რუსეთის მიერ მართული პირების განცხადების კომენტირება არასერიოზულად მიაჩნია
14:26 26.04.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ მართული პირების განცხადების კომენტირება არასერიოზულად მიაჩნია.  ამის შესახებ მინაშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. ალექსანდრე ანქვაბს მსოფლიოსთან თბილისის დახმარებით ურთიერთობა არ სურს.
„ამ ფაქტით გამოჩნდა, რომ რუსეთი ორიენტირებული არ არის კონსტრუქციულ ურთიერთობებზე და საჭიროა, იმ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება რაც რუსეთზე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ხდება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი მინაშვილმა.
აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზური მხარის მიერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობაზე უარის თქმას არ გამორიცხავს. ეს განცხადება ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოში გერმანიის ელჩთან ორთვინ ჰენიგთან შეხვედრაზე გააკეთა.


ბეჭდვა