საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი - "ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა“ დღეს ევროპის სახლში გახსნა.
პრეზენტაციას საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვები დაესწრნენ.
პროექტი აშშ - ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდება და ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს - არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობას და გაცვლის პროგრამებს.
აშშ -ს ელჩის საქართველოში ჯონ ბასის თქმით, პროექტის მიზანია ტოლერანტობისა და ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის გაძლიერება საქართველოში.
,,ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ სახალხო დამცველთან, პრეზიდენტთან, ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებში. მიგვაჩნია, რომ ამის საშუალებით, მოხდება საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაცია, რათა მომდევნო წლები საქართველოსთვის იყოს მშვიდობიანი და მის მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ“ - განაცხადა ბასმა.
