საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია გააფორმეს
საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია გააფორმეს
13:49 16.02.2012
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კამპანიის - "ეს შენ გეხება" ფარგლებში დღეს პეტიციას მოაწერეს ხელი.
ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. პეტიციაზე ხელმომწერები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ. პეტიცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერაა მომზადებული, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებდა.
ცვლილებების პაკეტი და პეტიცია ხვალ საქართველოს პარლამენტს წარედგინება და შემდგომ მასზე 4 არასამთავრობო ორგანიზაცია იმუშავებს: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "კოალიცია სამართლიანი არჩევანისთვის".
ღონისძიების მონაწილეებს კამპანიის ფარგლებში მომზადებული მაისურებიც დაურიგდათ, წარწერით "ეს შენ გეხება".

ბეჭდვა