დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებული მერაბ ყოლბაიას
დახმარებას საერთაშორისო ოგანიზაციებს სთხოვს.
„არც ქართული მხარე და არც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოლბაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლევს“ - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე აყენებს მერაბ ყოლბაიას საკითხს.
გალის რაიონის მკვიდრი მერაბ ყოლბაია ქართული მხარის მიერ 2011 წლის 15 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და მოწყობის ბრალდებით იქნა დაკავებული.
აფხაზურმა მხარემ მერაბ ყოლბაიას გადაცემა მოითხოვა და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მსგავსი დივერსიული ქმედებების განხორციელება სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს და არ უწყობს ხელს მხარეთა შორის კონსტრუქციულ დიალოგს .
