ამერიკის ელჩმა საქართველოში ევროკავშირის მისიის საქმიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა
ამერიკის ელჩმა საქართველოში ევროკავშირის მისიის საქმიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა
10:20 26.04.2012
საქართველოში ევროკაშირის მისიის საქმიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გუშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხდა.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულის მიზეზად სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიას განცხადებებზე ევროკავშირის მხრიდან არასათანდო რეაგირება დაასახელა.
ჯონ ბასის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
„არ მინახავს აფხაზების განცხადება და დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მიგვაჩნია რომ ისინი ხელს უწყობენ ხაზის მიმდებარზე ტერიტორიაზე ობიექტური ინფორმაციის შეგროვებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეხება“- განაცხდა ბასმა.

ბეჭდვა