საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს და საერთაშიროსი რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს ლორნ კრეინერს ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციებისათვის გაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს მზადყოფნა, მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
