საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოები უსაფრთხოების სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოები უსაფრთხოების სფეროში ითანამშრომლებენ
10:01 26.04.2012
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გეგმას ხელი დღეს მოეწერება.

ხელმოსაწერი დოკუმენტი საქართველოსა და პოლონეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობას - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე, ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

როგორც „ნიუსპრესს“ უშიშროების საბჭოდან აცნობეს, თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ოფისში გაიმართება.

დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი სტანისლავ კოჟეი პრესისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

პოლონეთის დელეგაცია საქართველოში გიგა ბოკერიას ოფიციალური მოწვევით იმყოფება.

ბეჭდვა