ჯონ ბასი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჯონ ბასი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
20:09 25.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ავღანეთში სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ამერიკის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული გმირის სერჟანტი ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ამერიკა აფასებს ქართველი ხალხისა და სამხედროების წვლილს, რომელიც მათ ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფაში შეაქვთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე ავღანეთში დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტი ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
იგი 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა.



ბეჭდვა