პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.
ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე ავღანეთში დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტი ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
იგი 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა.
