ანჯაფარიძე– აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის მისაღები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და ტერორისტული ორგანიზაციებია
ანჯაფარიძე– აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის მისაღები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და ტერორისტული ორგანიზაციებია
19:30 25.04.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძე განმარტავს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის მისაღები მხოლოდ რუსეთის  ხელისუფლება და ტერორისტული ორგანიზაციებია. აღნიშნული კომენტარი ანჯაფარიძემ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„სეპარატისტებს არაფერი ცივილიზებული არ მოსწონს, არც ევროკავშირი და არც სხვა ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს აღიარებენ“ – განუცხადა „ნიუსპრესს“ კახა ანჯაფარიძემ.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. როგორც დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ტიშკევიჩი აფხაზური მხარის მიმართვების იგნორირებას ახდენს.


ბეჭდვა