თბილისის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს ხვალ შუქი გაეთიშება
18:40 25.04.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „ნავთლუღი-2“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება  10-დან 17.00 საათამდე სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის ნაწილს, ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის IX და X კვარტლების ნაწილს, ხომლელის და მიმდებარე ქუჩების შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ასევე, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკას, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ნაწილს და კაიროს ქუჩაზე მდებარე სახანძროს.
სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 16.00 საათამდე ვაკის რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის, თაყაიშვილის, კეკელიძის, ქართველიშვილის, ნუცუბიძის V მიკრორაიონის ნაწილს, ასევე, დიდუბის რაიონში ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნული დროის განმავლობაში, ენერგომომარაგება გლდანის რაიონში ლიბანის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ისნის რაიონში კი, ვახტანგ მეექვსის, ბაჩანას, წერეთლის, მესხიშვილის, ავლაბრის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 16.00 საათამდე ელექტროენერგია მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის ნაწილს, ქიაჩელის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს, ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, თოდრიას, ზეკარის, სანავარდოს, დარკვეთის, კიშინიოვის, ასურეთის, წერონისის, მირზაანის, ჟღენტის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩის აბონეტებს გაეთიშება.
ამავე პერიოდში, ელეტროენერგიის მიწოდება გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ჩარგლის, გვაზაურის, ზიგზაგის, გლინკას, რატევანის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, შენგელაიას, ბოგვის, გარეჯელის, ხორნაბუჯის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 16.00 საათამდე შუქი ასევე, ქინძმარაულის, ოცხელის, წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს, ვარკეთილის II მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, ხომლელის, ჯავახეთის და კალოუბნის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩეს და გამრეკელის ქუჩებსაც გაეთიშება.

ბეჭდვა